სექტემბერში ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა

სექტემბერში ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა

საქსტატმა დღეს სექტემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სამომხმარებლო კალათა წინა წელთან შედარებით 11.5%-ით არის გაზრდილი. აგვისტოში ინფლაცია 10.9%-ს შეადგენდა, შესაბამისად, სექტემბერში ფასების ზრდა დაჩქარდა. 

საქსტატის თანახმად, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა სურსათის ჯგუფში ფასების მატებამ, რამაც სექტემბერში 17.6% შეადგინა. ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტების ფასების მატება ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუქტები (32.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (21.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.9 პროცენტი), თევზეული (16.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.6 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც 1.69 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (16.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.2 პროცენტიანი მატება, რაც 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (24.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (12.5 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.8 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით – ლაშა ხუციშვილი ADB-ის წლიურ…

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპისა და აზიის შეხვედრის წერტილში მყოფი საქართველო გამოირჩევა სტრატეგიული მდებარეობით, რომელიც განვითარებად ბაზრებზე განუმეორებელ წვდომას უზრუნველყოფს.…
ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე ქვეყანაში

ვახტან ბურდული – ინსტიტუტის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერ- თანამშრომელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეროვნული ინოვაციური სისტემის ტრანსფორმაციის თავისებურებანი მსოფლიოს ზოგიერთ მოწინავე…
Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს

Galt & Taggart წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირებას…

Galt & Taggart-ი მოელის, რომ 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 8%-მდე შეამცირებს, ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში არის…